ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო იტალიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. რატომღაც სხვანაირად რომ იყოს.
პორტუგალიელი წლიურად 31 მილიონ ევროს იღებს. არადა სერია ა-ში 4 ისეთი გუნდია, რომელთა სახელფასო ხარჯები ამაზე ნაკლებია. სპალ – 30 მლნ ევრო; უდინეზე – 30 მლნ ევრო; ბრეშია – 28 მლნ ევრო; ვერონა – 25 მლნ ევრო.
ხელფასებში მეორე ადგილზეა „იუვენტუსის“ ახალწვეული მატიის დე ლიგტი (8 მლნ წელიწადში). მესამე ადგილს იყოფენ გონსალო იგუაინი („იუვენტუსი“) და რომელუ ლუკაკუ („ინტერი“) – 7.5 მლნ ევრო.
კლუბებს შორის რა თქმა უნდა ისევ „იუვენტუსს“ აქვს ყველაზე მეტი სახელფასო ხარჯი – 294 მლნ ევრო, მეორეზე „ინტერია“ 139 მლნ ევროს ხელფასებით.