პორტუგალიის ნაკრებისა და „იუვენტუსის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ ანდერძი შეადგინა.
34 წლის ვარსკვლავი იურისტებს შეხვდა და დოკუმენტის დეტალები განიხილა. მდიდარი ბიჭის მთავარი მემკვიდრე გახდება მისი ცოლი ჯორჯინა როდრიგესი – გოგონა მთელ მის კაპიტალს მიიღებს. ამასთან, კრიშტიანოს ნაადრევი გარდაცვალების შემთხვევაში, კაპიტალის მართის უფლება ფეხბურთელის დედას, მარია დოლორეს ავეირუს ექნება.
ამჟამად კრიშტიანოს ქონება 300 მილიონ ევროზე მეტია.
რონალდო და როდრიგესი 2018 წლის ნოემბერში შეუღლდნენ.