კრიშტიანო რონალდოს გოგონა ჯორჯინა ვენეციის კინოფესტივალის გახსნაზე მივიდა და ხალხს პირი დააღებინა.
მილიონი ვნებისაღმძვრელი ფოტო, რომლებიც ნაომი უოტსის დაგავიწყებთ, ემ სტოუნსაც და ლამის ყველას, ვინც ვენეციაში პოზირებს.
იტალიაში საიუბილეო 75-ე ვენეციის კინოფესტივალი გაიხსნა.
წითელი ხალიჩაზე გაიარა „იუვენტუსის“ ახალწვეულის კრიშტიანო რონალდოს მეგობარმა ქალმა. ჯორჯინა როდრიგესი იახტაზე გამართულ ფოტოსესიაზე მუქ ლურჯ კოქტეილის კაბაში წარდგა.
შემდეგ რონალდოს სიყვარული ფილმის „ადამიანი მთვარეზე“ საპრემიერო ჩვენებაზე მივიდა. აქ უკვე მდიდრული გამჭვირვალე შავი საღამოს კაბა ემოსა.
სანამ რონალდო იტალიაში პირველი გოლის გატანას ცდილობს, ჯორჯინა მაღალ წრეში გაერია და შესაძლოა კინოივენთზე კიდევ გამოჩნდეს.