ჯორჯინა როდრიგესის ხელზე 1 მლნ ევროს ღირებულების ძვირფასეულობა აღმოაჩინეს.
კრიშტიანო რონალდოს გოგონამ ახალი ფოტო გამოაქვეყნა და ძვირადღირებული ძვირფასეულობით მოიწონა თავი.
ესპანური გამოცემა AS-მა დაითვალა, რომ აქსესუარების საერთო ღირებულება ჯორჯინას ერთ ხელზე დაახლოებით 1 მილიონ ევროს შეადგენს. ყველაზე ძვირიანია ბრილიანტებით გაწყობილი ბეჭედი ცისფერი საფირით. ის სადღაც 800 ათასი ევრო ღირს.
როდრიგესმა ასევე გაიკეთა Patek Philippe-ის საათი (40 ათასზე მეტი) და ბრასლეტი (30 ათასზე მეტი).
2017 წელს წყვილს შვილი შეეძინათ. რონალდოს კიდევ სამი უფროსი შვილი ყავს სუროგატი დედებისგან.