როსტოვი ევროპის ყველაზე საშიშ ქალაქად დაასახელეს. მოგზაურთა პორტალმა „world atlas“-მა ყველაზე არასასურველი და დიდი საფრთხის შემცველი ევროპული ქალაქების რეიტინგი შეადგინა და მათ სიაში რუსეთის ქალაქი ლიდერობს.
ექსპერტები თვლიან, რომ როსტოვში დანაშაულის დონე სხვა ქალაქებთან შედარებით ბევრად უფრო მაღალია, ამიტომ იქ მოგზაურობა ნამდვილად არ ღირს.
რაც შეეხება რეიტინგის შემდეგ პოზიციებს, მათ იტალიის ქალაქები – ბარი, ტურინი და ნეაპოლი იკავებენ. საშიშთა შორის მოხვდა ასევე ფრანგული ქალაქი მარსელიც.
თუკი ექსტრემალები არ ხართ და რისკიც დიდად არ გხიბლავთ – ამ ადგილების მონახულებისგან თავი უნდა შეიკავოთ.