LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუმინელებმა გზებზე ორმოების რაოდენობა დათვალეს

43

რუმინელებმა გზებზე ორმოების რაოდენობა დათვალეს. საგზაო ინფრასტრუქტურის მართვის ნაციონალურმა კომპანიამ დაადგინა, რომ გზებზე დაზიანებების რაოდენობა 88 კვ/კმ-ს აჭარბებს, რაც მთელი ტერიტორიის 0.03%-ს შეადგენს. ყველაზე მეტი ორმო დიდი ქალაქების გზებზე – ბუქარესტში, ბრაშოვსა და კლუჟში აღმოჩნდა. ასევე აღსანიშნავია, რომ სარემონტო სამუშაოები უკვე დაიწყო და ისინი 30 ივნისამდე გაგრძელდება. განახლება შეეხება არამხოლოდ დაზიანებულ გზებს, არამედ ძველ ტრასებსაც და მთლიანობაში გზის საფარის 620 კვ/კმ-ის შეცვლა იგეგმება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები