LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუმინეთში უპილოტო ავტობუსი გამოცადეს

108
რუმინეთში უპილოტო ავტობუსი გამოცადეს

რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში უპილოტო ელექტრო ავტობუსი დატესტეს. ავტომატიზებულმა ტრანსპორტმა ქალაქის ქუჩებში წინასწარ დაგეგმილი მარშრუტით, მძღოლის გარეშე იმოძრავა.

ავტობუსი თურქეთშია წარმოებული და  25 მგზავრზეა გათვლილი. მას ერთი დამუხტვით 300 კილომეტრის გავლა შეუძლია. უსაფრთხო მოძრაობისთვის სიჩქარე 25 კმ/სთ-მდეა შეზღუდული, რათა თავიდან იქნეს აცილებული მკვეთრი მანევრები.

საინტერესოა, რომ მსგავსი მოდელები უკვე გამოიყენება რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთსა და გერმანიაში.

საცდელი მგზავრობის წინ სპეციალისტებმა მარშრუტი ციფრულად დაამუშავეს და  მართვის სისტემაში ჩართეს ყველა საგზაო ნიშანი და შუქნიშანი, რაც ავტობუსს გზაზე დამოუკიდებლად ორიენტირების საშუალებას აძლევს.  ტესტირების დროს სალონში იმყოფებოდა ოპერატორიც, რომელიც  სისტემის მუშაობას აკონტროლებდა.

ქალაქის მერიას ამ ტიპის ტრანსპორტის დამტკიცება სურს, თუმცა ამჟამად ამისთვის საჭირო კანონმდებლობა რუმინეთში ჯერ არ არსებობს. მიუხედავად ამისა, კლუჟში უკვე ამზადებენ შესაბამის ინფრასტრუქტურას: ჭკვიან-შუქნიშნებს და სპეციალურ გაჩერებებს. უპილოტო საზოგადოებრივ ტრანსპორტს ევროპის სხვა ქალაქებშიც ცდიან. მაგალითად, უპილოტო ავტობუსები უკვე გადაადგილდებიან – ტარტუში (ესტონეთი), კოპენჰაგენში (დანია) და ფრანკფურტში (გერმანია).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები