LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Runcible – გასაოცარი, მრგვალი სმარტფონი

24

კომპანიამ Monohm, Indiegogo-ს დახმარებით, ახალი სმარტფონის გამოსაცემად თანხის მოძიებაზე ზრუნვა დაიწყო. მრგვალი სმარტფონის – Runcible-ს შესახებ ანონსი MWC 2015-ზე გაკეთდა.

ამჟამად დარჩა 70.000 დოლარი, რის მოძიებასაც კომპანია უახლოეს მომავალში გეგმავს.  250,000 დოლარიან პროექტი 15 დღეში ოფიციალურად დაიწყება.

ტექნიკური მახასიათებლები ამ არასტანდარტული მოწყობილობის შემდეგნაირად გამოიყურება:

2.5 დიუმიანი ეკრანი, რომლის გაფართოებაც შეადგენს 640 – 640-ზე პიქსელს, 4 ბირთვიანი პროცესორი Snapdragon 410, გრაფიკული ამაჩქარებლით Adreno 306. რაც შეეხება ოპერატიულ მეხსიერებას, ოპერატიული განისაზღვრება 1 გიგაბაიტით, ასევე 8 გიგაბაიტი შიდა მეხსიერება და 7 მეგაპიქსელი კამერა მოდელის შემადგენელი ნაწილი იქნება.

სმარტფონი, როგორც მოსალოდნელი იყო, არ იმუშავებს განსხვავებულ ოპერაციულ სისტემაზე – Firefox OS, არამედ Android 5.1-ზე, მოდიფიცირებული დისტრიბუტივით – BuniOS, რომელიც Google-ის ღია კოდზე, იმუშავებს.

გთავაზობთ ვიდეოს:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები