LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუნი ევროპის მიღმა რჩება

14

უეინ რუნიმ შესაძლოა ევროპის ჩემპიონატი გამოტოვოს.
არ არის გამორიცხული ”მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდს ოპერაცია დაჭირდეს.

კლუბში იმედოვნებენ, რომ ფეხბურთელს მუხლის კონსერვატიული მკურნალობა დაეხმარება, მაგრამ თუ ეს შედეგს არ გამოიღებს, მაშინ ოპერაცია გაკეთდება. ასეთ შემთხვევაში კი რუნი ევროზე ვერ ითამაშებს. ამას წერს Daily Express.

”იუნაიტედის” მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა დაადასტურა, რომ რუნი ვერ მოასწრებს გამოკეთებას ინგლისის ამხანაგური თამაშებისთვის გერმანიასთან (26 მარტი) და ჰოლანდიასთან (29 მარტი).

ინგლისი ევრო-2016-ზე ჯგუფში რუსეთთან, უელსთან და სლოვაკეთთან ითამაშებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები