რუსეთის სპორტის სამინისტრო სოჭის ოლიმპიადაზე ათლეტების დოპინგ სინჯებით მანიპულირებდა: ასე წერია მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს ანგარიშში.
ახლა რუსების რიოს ოლიმპიადაზე მონაწილეობის საკითხს ოლიმპიური კომიტეტი გადაწყვეტს.
ანტისადოპინგო სააგენტოს დაკვნით მოსკოვის ლაბორატორიის ყოფილი თავკაცი საიმედო და სამართლიანი წყარო იყო. მოწმეებიც, რომლებმაც სააგენტოს ინფორმაცია მიაწოდეს, ასევე საიმედოდ აღიარეს. აი რუსმა ჩინოვნიკებმა კი სოჭის ოლიმპიადაზე სპორტსმენების დოპინგ-სინჯები შეცვალეს. საქმეში გარეულია სპორტის სამინისტრო და… უშიშროების ფედერალური სამსახური.
ანტისადოპინგო სააგენტოს ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ დოპინგის გამოყენების სისტემა უკვე მოქმედებდა 2013 წლის მძლეოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე, ყაზანის უნივერსიადაზე და საწყლოსნო სპორტის სახეობების მსოფლიო ჩემპიონატზე.
სააგენტოს მოხსენება არ იწვევს რუსების ჩამოშორებას რიოს ოლიმპიადიდან, მათ მონაწილეობაზე გადაწყვეტილებას საერთაშორიო ოლიმპიური კომიტეტი მიიღებს.