LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსებს ოლიმპიადაზე არ უშვებენ

47

მძლეოსნობის ფედერაციების საერთაშორისო ასოციაციამ ყველა რუს მძლეოსანს უარი უთხრა ოლიმპიადაზე დაშვებაზე. მათ შორის მოხვდა ელენა ისინბაევაც, ხოლო გამონაკლისი გახდა დარია კლიშინა. დარია სიგრძეზე ხტომაში გამოდის და მას საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება ნეიტრალური ათლეტის სტატუსით შეეძლება.

ასოციაციამ ჯამში რუსი სპორტსმენებისგან 136 განაცხადი მიიღო, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ არ დაურღვევიათ ანტიდოპინგური წესები და არაფერი აქვთ საერთო დიპინგის გამოყენებასთან.

რუსები აპირებენ ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრონ.

საერთაშორისო ასოციაციამ ძალაში დატოვა რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციის გადაწყვეტილება რუსი მძლეოსნების დისკვალიფიკაციისა და საერთაშორისო შეჯიბრებებიდან ჩამოშორების თაობაზე, რაც დოპინგის მასობრივ გამოყენებას უკავშირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები