ანალიტიკური სააგენტოს, „ავტოსტატის“ ექსპერტები აცხადებენ, რომ 2017 წელს, რუსმა ავტომოყვარულებმა 85 ახალი ლუქსის კლასის Rolls-Royce შეიძინეს, რაც წინა წელთან შედარებით 22,7%-ით ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს ბრენდის რეალიზაციამ რუსეთის ფედერაციაში 110 ერთეული შეადგინა.
ექსპერტების მონაცემებით, ბრენდის ბესტსელერი კუპე Rolls Royce Wraith გახდა, რომელიც 53-მა რუსმა ავტომოყვარულმა შეიძინა. გარდა ამისა, 2017 წელს რუსეთში გაიყიდა 12 სედანი Rolls-Royce Ghost და Rolls-Royce Dawn კაბრიოლეტის ძარით.
რაც შეეხება ფლაგმანურ სედანს, Rolls-Royce Phantom-ს ის მხოლოდ სამი ეგზემპლარი გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ გაყიდვების 70% მოსკოვსა და მოსკოვის რაიონზე მოდის, სადაც ჯამში სადილერო ცენტრებმა 61 ავტომობილის რეალიზაცია მოახერხეს.
Rolls-Royce თავის ახალ ყველგანმავალს, რომელსაც ჯერჯერობით სამუშაო სახელწოდება აქვს Rolls-Royce Cullinan – რუსეთში 2019 წელს ჩაიყვანს.