”არ დაიდარდოს” რუსი ტელეწამყვანი, მომღერალი და მუსიკის ავტორი ანასტასია ჩევაჟევსკაია ზაზა ხუბუკელაშვილთან, გელა გნოლიძესთან და ავთანდილ მინდიაშვილთან ერთად ესტუმრა.
ანასტასია, მოგვიყევი როგორ აღმოჩნდი საქართველოში…
ძალიან სასიამოვნოა რომ აქ ვარ, ასეთ მშვენიერ ქალაქში, თქვენთან სტუდიაში. ძალიან მიხარია, რომ ჩემი სიმღერის პრემიერა სწორედ დღეს, აქ შედგება. რამდენიმე წლის წინ საქართველოს კულტურის შესახებ ჯერ კიდევ არაფერი ვიცოდი. ჩემმა ქართველმა მეგობარმა, ექვთიმე თაყაიშვილმა ჩამოგვიყვანა, რომ თავისი სამშობლო ჩვენთვის გაეცნო. ჩემი სიყვარული საქართველოს მიმართ იმავე მომენტში დაიწყო, როგორც კი აქ მოვხვდი. გამაოცა სიკეთემ, სულიერებამ, ბუნების სილამაზემ… როდესაც გაჩნდა იდეა, მეგობრისთვის დაბადების დღე მიგველოცა, საუკეთესო საჩუქარი იქნებოდა ქართულ ენაზე გვემღერა. რუსული ტექსტის ქართული თარგმანი ავთანდილ მინდიაშვილს ეკუთვნის. სიმღერის სახელწოდება გახლავთ ”უშენოდ”.
რას საქმიანობთ ამ დროისთვის?
არა მხოლოდ მომღერალი და ტელეწამყვანი ვარ, ამ ბოლო დროს სიმღერებსაც ვწერ. სიმღერა, რომელსაც დღეს მოისმენთ, უკვე მესამე დასრულებული ნამუშევარია. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ქმნილებით, ისეთი განცდა მაქვს, თითქოს დედა ვარ.
კლიპის გადაღებას ხომ არ გეგმავთ?
სიამოვნებით გადავიღებდი. აქ ლოკაციების ძიებაც კი არ არის საჭირო, უბრალოდ უნდა გახვიდე და გადაიღო. საქართველო ისეთი დოზით შემოვიდა ჩვენს ოჯახში, ჩემი ძმაც აქ არის, აღმერთებს თქვენს ქვეყანას, სურს აქ იცხოვროს. ველოდებით რემონტის დასრულებას, რომ ხშირად ჩამოვიდეთ ხოლმე ოჯახით.
ზაზა ხუბუკელაშვილი: – ერთმანეთს სულ შემთხვევით დავუკავშირდით, ერთმა პროექტმა გადაგვკვეთა. წინასწარ ჩემს გეგმებზე არ ვისაუბრებ, თუმცა მომავალში შეიძლება გაგახაროთ. საერთოდ, არასაინტერესო რესპოდენტი ვარ ყველგან, ნაკლებს ვსაუბრობ. ”არ დაიდარდოს” ეთერში შემიძლია ერთი რამ ვთქვა – ცოტა ხანში ჩემი პროფილი შეიცვლება. მინდა თავი დავანებო იმ საქმიანობას, რასაც ვაკეთებ და მივხედო ჩემს თავს, ანუ შევქმნა ჩემი მუსიკა.
გელა გნოლიძე: – ზაზას უნდოდა ეთქვა, რომ ჩვენ დუეტის ჩაწერას ვაპირებთ, წარმოადგენს სოლო ნამუშევრებს. თვითონ მორიდებული ბიჭია.
ანასტასია ჩევაჟევსკაია – უშენოდ
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ფოტოები