LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავიდან ვაკის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა

147

რუსთავიდან თბილისში, ვაკის მიმართულებით მოძრავი ტაქსები გაძვირდა.

“საწვავის გაძვირებასთან დაკავშირებით, 2017 წლის 15 მარტიდან, რუსთავი-ვაკის მიმართულების ტაქსებით მგზავრობის ღირებულება 0,50 თეთრით მოიმატებს და 2,50 ლარი იქნება”- აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც  ამ მინივენებშია გაკრული.

“ფორტუნას” ინფორმაცია “ვაკე ტაქსის” დირექციაშიც დაუდასტურეს. მათი თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი საწვავის გაძვირებაა.

ვაკე ტაქსი-რუსთავიდან, თავისუფლების, რუსთაველის, ჭავჭავაძის და ვაკის პარკის მიმართულებით მოძრაობს.

მისი ღირებულება ამ დრომდე, რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მოძრავ მინივენებს შორის, ყველაზე იაფი იყო. თუმცა, ახლა ის სხვა მინივენებით მგზავრობის ფასს გაუთანაბრდა.

რამდენიმე თვის წინ, გაძვირდა რუსთავი–თბილისის მიმართულებით მოძრავი სამარშუტო ტაქსებით მგზავრობაც. მგზავრობის საფასური 1.30 თეთრიდან 1.50 თეთრამდე გაზარდა. მიზეზად, ამ შემთხვევაში ლარის გაუფასურება დასახელდა.

ამ თვეში მგზავრობა გაძვირდა თბილისშიც – იმ სამარშუტო ტაქსების ღირებულება, რომელიც მოკლე მანძილზე გადაადგილდებიან, 40 თეთრის ნაცვლად ახლა 50 თეთრი ღირს.

თამთა უთურგაშვილი