LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავის ავტოდრომზე „საქართველოს ჩემპიონატი წრიულ რბოლაში“ მეორე ეტაპი გაიმართება

103

29  აპრილს 13 საათიდან  რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე „საქართველოს ჩემპიონატი წრიულ რბოლაში“ მეორე ეტაპი გაიმართება.

რბოლაში მონაწილეობას იღებენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მრბოლელები.

“წრიული რბოლა“ -ზე ავტომობილები ერთდროულად იღებენ სტარტს და იბრძვიან პირველობისთვის.

თითოეულ ეტაპს ჰყავს თავისი გამარჯვებული.ჩემპიონი ხდება ის, ვინც ყველა  ეტაპის განმავლობაში ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს.

ფინალური ეტაპი გამოავლენს  წლევანდელ გამარჯვებულებსაც.

საქართველოს ჩემპიონატი წრიულ რბოლაში 2012 წლიდან იმართება 3 სხვადასხვა კლასში:

  • „ფორმულა ალფას“ კლასში -I ეტაპის გამარჯვებულია – სანდრო თავართქილაძე;
  • „Legend cars“ კლასში – I ეტაპის გამარჯვებულია – არჩილ ბიძინაშვილი
  • ძარიანი ავტომობილები (BMW COMPACT და HONDA CIVIC) კლასში;

 

საქართველოს ჩემპიონატის ოფიციალური ლიცენზირებული ორგანიზატორია რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები