LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი ერთი წლით დაგვემშვიდობა

45

გუშინ რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე საოცარი სპორტული შეჯიბრება ჩატარდა. ავტოდრომმა სეზონი დაასრულა და ავტოსპორტის მოყვარულებს ერთი წლით დაემშვიდობა.

ვინც ავტოდრომზე არ ბრძანდებოდით გეტყვით, რომ ის რაც გუშინ რუსთავში ხდებოდა ჯერ საქართველოს ავტოსპორტს არ ახსოვს. აი რას წერენ ორგანიზატორები ავტოდრომის ოფიციალურ გვერდზე: “უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს მობრძანებისთვის, თქვენს გარეშე დღავანდელი ზეიმი არ იქნებოდა ისეთი ამაღელვებელი, როგორიც ნამდვილად იყო. მადლობა მრბოლელებს, რომ საოცარი სეზონის ბოლოს სრული სიგიჟე მოაწყვეს ტრასაზე. ასევე უღრმესი მადლობა ჩვენს თანამშრომლებს, რომლებმაც დიდი მონდომების და ენერგიის ფასად შეძლეს და ჩაატარეს ის რაც დღეს ერთად ვიხილეთ!”

საბოლოო ჯამში გამარჯვებულები ასე გადანაწილდნენ:

Touring:
1. დიმა ქობულია
2. ვანო მძელური
3. ირაკლი კუხიანიძე

 

Formula Alfa:
1. შაკო ციხელაშვილი
2. სანდრო თავართქილაძე
3. რომან ლებედევი

 

Legends:
1. შოთა აფხაზავა
2. დავით აფციაური
3. გოგა არჯევანიძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები