LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაძის მოედანზე შუქნიშნების ჩართვის შემთხვევაში გზაჯვარედინზე ვითარება შეიძლება გაუარესდეს

313

სააკაძის მოედანზე შუქმნიშნების ჩართვის შემთხვევაში გზაჯვარედინზე ვითარება გაუარესდება. ამის შესახებ ”ფორტუნასთან” საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მევლუდ მელაძემ ისაუბრა.

”ბევრი დრო დავყავი სააკაძის მოედანზე. ვანაწილებდი, თუ რა ინტერვალით შეიძლება ჩაირთოს შუქმნიშნები და როგორ შეიძლება მუშაობდეს ახალი სისტემა. ჩემი გათვლებით, ავტომობილები, რომლებიც შუქნიშანზე უკანა პოზიციებზე აღმოჩნდებიან, დიდი ალბათობით,  გზის კვეთაზე დარჩებიან და როდესაც მეორე მხარეს მოძრავ ავტომობილებს გზა გაეხსნებათ, ისინი ჩიხში აღმოჩნდებიან. შეიქმნება ეგრეთწოდებული სამკუთხედის ჩიხი”, – განმარტავს მევლუდ მელაძე.

მისივე თქმით, ამ ტერიტორიაზე სხვაგვარი დაგეგმარებაა შესაძლებელი. კონკრეტულად კი კვეთების შემცირება. ასევე, მერიის მხრიდან მომავალი ავტომობილებისთვის, რომელთაც უკან მიბრუნება სურთ, შესაძლებელია მოსატრიალებელი სააკაძის მოედნამდე გაკეთდეს, რაც მოედანს წუთში რამდენიმე მანქანას მოაკლებს.

მევლუდ მელაძე მზადყოფნას გამოთქვამს, რომ დაინტერესების შემთხვევაში, შესაბამის სამსახურებს პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებული დეტალები განუმარტოს და მათთან ითანამშრომლოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები