მოსკოვის “ლოკომოტივის” ქართველი ფეხბურთელის საბა კვირკველიას სატრანსფერო ღირებულება transfermarkt.com-ის მიხედვით ამ მომენტისთვის 6.5 მლნ ევროა. ამით ჩვენიანი ყოფილი სსრკ-ს ყველაზე ძვირადღირებულ მცველებში მოხვდა.
პირველია ნატურალიზებული მარიო ფერნანდესი (ცსკა) და უკრაინელი ალეკსანდრ ზინჩენკო (“სიტი”). ორივეს ღირებულება 24 მლნ-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან ასევე უკრაინელი ფეხბურთელები: ვიტალი მიკოლენკო (კიევის “დინამო”) – 9 მლნ ევრო და იაროსლავ რაკიცკი (“ზენიტი”) – 8 მლნ.
კვირკველია საქართველოს ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელებში მეორეა. ის “გენტის” ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძეს ოდნავ ჩამორჩება, რომლის ფასი სატრანსფერო ბაზარზე 6.7 მლნ ევროა.
კვირკველია “ლოკომოტივში” 2017 წლიდან გამოდის. ის რუსეთის ჩემპიონი გახდა 2008 წელს, ორჯერ აქვს მოგებული რუსეთის თასი და ერთხელ რუსეთის სუპერთასი.