LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჩხერიდან რაჭაში გადასასველი გზის მშენებლომა მომავალ წელს იგეგმება

13

გომიდან რაჭამდე მისასვლელი პირდაპირი გზის პროექტირება წელს დაიწყება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რაჭაში მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, გზის მშენებლობას მთავრობა მომავალ წელს დაიწყებს.  “ჩვენ გავაგრძელებთ მაქსიმალურ მხარდაჭერას იმისათვის, რომ როგორც მესტიაში, გაგრძელდეს ჰაწვალის სათხილამურო ტრასა, ასევე თეთნულდის სათხილამურო ტრასების მიმდებარედ განვითარდეს სასტუმრო კომპლექსები და, რა თქმა უნდა, აშენდეს გომიდან რაჭამდე მომავალი პირდაპირი გზა საჩხერის გავლით. წლის ბოლომდე, დასრულდება პროექტირება და მომავალ წელს დაიწყება სამუშაოები. რა თქმა უნდა,  ქუთაისიდან სვანეთისკენ მიმავალი გზაც. ჩვენ ასევე სერიოზულად ვიხილავთ მამისონის უღელტეხილზე გადამავალი გზის მშენებლობას იმისათვის, რომ ამ რეგიონმა მაქსიმალური შვება ნახოს დამატებული ტურისტული ნაკადებით”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები