საცობებისა და გადატვირთული გზების გამო შექმნილ დისკომფორტს დედაქალაქის მოსახლეობა დიდი ხანია უჩივის. განსაკუთრებით რთული მდგომარეობა პიკის საათებში დგება, როცა გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელია.
თბილისში სატრანსპორტო მოძრაობის განტვირთვის გზებზე საკრებულოში მსჯელობა უკვე დაწყებულია. ურბანული კომისიის თავმჯდომარის გოჩა ბაბუნაშვილის აზრით, აუცილებელია კონკრეტული ქმედებების განხორციელება, რათა დედაქალაქში მოძრაობა შესაძლებელი გახდეს. მისი თქმით, ერთ-ერთი ვარიანტია, მტკვრის სანაპიროებზე ცალმხრივი მოძრაობა. ასევე, ბაბუნაშვილი მიიჩნევს, რომ დროა, ტექდათვალიერების შემოღების საკითხი დადგეს.მისივე თქმით, 2016 წლის ბიუჯეტში აუცილებლად უნდა ჩაიდოს ერთ-ერთი ხიდის მშენებლობის საკითხი. ოპოზიცია კი დედაქალაქის მთავრობას რამდენიმე რჩევას აძლევს, გაერთიანებული დემოკრატების წევრი შალვა ოგბაიძე მოითხოვს სპეციალური სამსახურის შექმნას, რომელიც უშუალოდ იქნება პასუხისმგებელი დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემების მოგვარებაზე.
როდის გადადგამს დედაქალაქის მერია ქმედით ნაბიჯებს სატრანსპორტო კოლაფსის თავიდან ასაცილებლად ამ ეტაპზე უცნობია.
musicbox.ge