LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად არიგებენ ყველაზე კარგ ხელფასებს

18

საინტერესო გამოკვლევა ჩაატარა Sporting Intelligence-მა. მან პროფესიულ სპორტულ ლიგებში საშუალო ხელფასები გამოთვალა და დაადგინა, რომ ყველაზე მაღალ ხელფასს NBA-ის კალათბურთელები იღებენ.

კერძოდ, ეროვნული საკალათბურთო ლიგის მოთამაშის საშუალო წლიური შემოსავალი 5.5 მილიონ ფუნტს შეადგენს. გაცილებით ნაკლებს გამოიმუშავებენ MLB-ის ბეისბოლისტები – 3.43 მილიონი, მესამე ადგილზე აღმოჩნდა კრიკეტი, სადაც პროფესიონალი მოთამაშე თითქმის 3 მილიონ ფუნტს იღებს.

ფეხბურთში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ლიგა აღმოჩნდა – ინგლისის პრემიერლიგა.

Sporting Intelligence-ის კვლევის ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:

1. NBA (კალათბურთი) – 5,5 მლნ ფუნტი (4,5 მლნ ევრო)
2. MLB (ბეისბოლი) – 3,43 მლნ ფუნტი (2,8 მლნ ევრო)
3. IPL (კრიკეტი) – 2,99 მლნ ფუნტი (2,5 მლნ ევრო)
4. პრემიერლიგა (ინგლისი) – 2,64 მლნ ფუნტი (2,2 მლნ ევრო)
5. NHL (ჰოკეი) – 2,39 მლნ ფუნტი (1,9 მლნ ევრო)
6. NFL (ამერიკული ფეხბურთი) – 2,08 მლნ ფუნტი (მლნ ევრო)
7. ლა ლიგა (ესპანეთი) – 1,68 მლნ ფუნტი (1,4 მლნ ევრო)
8. სერია A (იტალია) – 1,32 მლნ ფუნტი (1,1 მლნ ევრო)
9. ბუნდესლიგა (გერმანია) – 1,25 მლნ ფუნტი (1,04 მლნ ევრო)
10. ლიგა 1 (საფრანგეთი) – 944 ათასი ფუნტი (788 ათასი ევრო)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები