LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად აშენდება ევროპაში ყველაზე დიდ აკვარიუმი

66

ევროპაში ყველაზე დიდ აკვარიუმს ლოზანაში განათავსებენ. აკვარიუმი, რომელიც მთლიანად მტკნარი წყლით იქნება სავსე, სავარაუდოდ, 2017 წლის ზაფხულისთვის გაიხსნება.

ორგანიზატორთა ინფორმაციით, უზარმაზარ აკვარიუმში 5 კონტინენტიდან შეგროვებულ ფლორისა და ფაუნის წარმომადგენელებს მოათავსებენ, რაც 10 ათასზე მეტი სახეობის თევზს, ასამდე რეპტილიას და მცენარეთა ულამაზეს სახეობებს გულისხმობს. ამჟამად, წყლის ბინადრები 50 აკვარიუმში არიან განთავსებული და სულ მალე მათ ერთ დიდ სახლში გადაიყვანენ.

აღსანიშნავია, რომ აკვარიუმის სიახლოვეს სასტუმროც განთავსდება, რომელიც რესტორანს, ფიტნეს დარბაზსა და სპას გააერთიანებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები