LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად ცხოვრობენ ყველაზე არასიმპათიური მამაკაცები

32

გაცნობის საიტმა ”ლამაზი ადამიანების კლუბი” (beautifulpeople.com) სტატისტიკა წარმოადგინა, რომლის თანახმად ყველაზე არასიმპათიური მამაკაცები დიდ ბრიტანეთში, პოლონეთსა და რუსეთში ცხოვრობენ.

პორტალზე დარეგისტრირებისთვის საჭიროა ”ფეისკონტროლის” გავლა ანუ წევრობის მოსაპოვებლად აუცილებელია კლუბში გაწევრიანებული ქალბატონების მოწონების დამსახურება, რომლებიც გადაწყვეტილებას ფოტოს და მოკლე ბიოგრაფიული მონაცემების შეფასებით იძლევიან.

იმ ბრიტანელი, პოლონელი და რუსი მამაკაცების 100%-დან, ვინც წევრობაზე განაცხადა პრეტენზია, კლუბში მხოლოდ 9% მოხვდა.

ამავე სტატისტიკის მონაცემებით, ყველაზე სიმპათიურ მამაკაცებად შვედები (60%), ბრაზილიელები (41%) და დანიელები (40%) დასახელდნენ, ქალბატონებს შორის კი, ლიდერობა ნორვეგიელებმა (70%), შვედებმა (62%) და ისლანდიელებმა მოიპოვეს (61%).