ზაფხულის ცხელი დღეები აქტიურ ფაზაში შედის, შესაბამისად, როგორც ცნობილი, ისე რიგითი ადამიანები ცდილობენ, თავი ამა თუ იმ კურორტს შეაფარონ და ქალაქის ხვატს დროებით გაექცნენ.
ზოგი მათგანი ზღვის ან ოკეანის სანაპიროზე მზის აბაზანებს იღებს, ნაწილი კი აუზს დასჯერდა. გთავაზობთ ცნობილი და პოპულარული ადამიანების „ინსტაგრამიდან“ ამოკრეფილ, დასვენების ამსახველ ფოტოებს.
კრისი ტეიგენი ნიუ-იორკელების მთავარ საზაფხულო რეზიდენციაში – ჰემპტონში
ბრიტნი სპირსი ლას-ვეგასში იმყოფება
ქლოე მორეცი კარიბის ზღვის სანაპიროზე
26-ე დაბადების დღეს იგი აზალეა ზღვის სანაპიროზე შეხვდა
სელენა გომესი კანადაში ისვენებს
ჯეი-ზი და ბიონსე ამ ზაფხულს რამდენიმე ადგილას იმყოფებოდნენ, თუმცა ფოტოს ატვირთვისას მომღერალი მასზე ლოკაციის მითითებისგან თავს იკავებს.
კორტნი კარდაშიანი მზის აბაზანებს კალიფორნიაში იღებს
კიმ კარდაშიანმა დასვენების ადგილად კუბა აირჩია







