LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად წავიდეთ პენსიაზე გასვლისას? ხანდაზმულები იტალიას ირჩევენ

106
pensia_w_h

სად ცხოვრებაზე ოცნებობენ პენსიონერები? თუ ვსაუბრობთ საზღვარგარეთ გადასვლაზე, მაშინ, როგორც უძრავი ქონების სააგენტო gate-away.com-ის მიერ 70 ათასი ადამიანის გამოკითხვამ აჩვენა, უმრავლესობის (53%) არჩევანი იტალიაა.

მომავალ პენსიონერთა უმრავლესობა იქ აშშ-დან (31%) ჩადის. შემდეგ მოდიან – გერმანია (11%), დიდი ბრიტანეთი (9%), კანადა (6.5%), ნიდერლანდები (6%), შვედეთი (5%) და ავსტრალია (4%).

პოპულარობით მეორე ადგილზეა ესპანეთი (22%), შემდეგ პორტუგალია (18%), საფრანგეთი (15%), საბერძნეთი (9%), დიდი ბრიტანეთი (3%) და მალტა (3%).

გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან 56 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებმა. სხვა ქვეყანაში გადასვლა მსურველი რესპონდენტების უმეტესობა (78%) ან დაქორწინებულია, ან ურთიერთობაშია. და თითქმის ყველა ოცნებობს საკუთარ სახლზე ახალ ქვეყანაში.

ბიუჯეტი ოდნავ განსხვავდება პენსიონერის ეროვნების მიხედვით. ამგვარად, გერმანელები, პორტუგალიელები, შვედები, ბრიტანელები და ჰოლანდიელები მზად არიან სახლზე 100 000-დან 250 000 ევრომდე დახარჯონ, ხოლო ფრანგები და ესპანელები ცდილობენ 100 000 ევროს ფარგლებში დარჩნენ. სახლის არჩევისას ბევრი ადამიანი აფასებს ხედს და ბაღის არსებობას.

გამოკითხულთა მესამედზე მეტს (34.5%) სურს საზღვარგარეთ ცხოვრება წელიწადში მინიმუმ ექვსი თვით. გამოკითხულთა უმრავლესობა (46%) აპირებს ახალ ქვეყანაში მუდმივად დარჩენას, ხოლო 16%-ისთვის ეს დასასვენებელი ადგილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები