LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სადამ ჰუსეინის სასახლეში მუზეუმი გაიხსნა

29

ბასრეში, სადამ ჰუსეინის სასახლეში Lakeside Palace-ში ახალი მუზეუმი გაიხსნა. „დიქტატურა და ტირანია, ცივილაზაციამ და ადამიანურობამ ჩაანაცვლა”, – აღნიშნა მუზეუმის დირექტორმა კაჰთან ალ-ობეიდმა და მუზეუმის ადგილდებარეობას გაუსვა ხაზი.

Basra Museum ერაყის და ქუვეითის საზღვარზეა, მის ექსპონატებს შორის კი, ჩვენს ერამდე მეხუთე საუკუნის უამრავი არტეფაქტი, კერამიკა და მონეტაა თავმოყრილი, რომლებიც სტუმრებს თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე არსებულ უძველეს ცივილიზაციაზე მოუთხრობენ. „ერაყი ისტორიულად მნიშვნელოვანი ადგილია, რადგან მის ტერიტორიაზე რამდენიმე ცივილიზაცია (შუმერული, ასირიული, ბაბილონის და აკადის) წარმოიშვა. გარდა ამისა, უძველეს დროში ერაყი მსოფლიო საგანმანათლებლო ცენტრადაც ითვლებოდა”, – აღნიშნა ვაშინგტონის უნივერსიტეტის პოლიტოოგიის პროფესორმა სეტ კენტიმ.

ჯერჯერობით მუზეუმში მხოლოდ ერთი დარბაზი ფუნქციონირებს. მის მოწყობაზე 750 ათასი დოლარი დაიხარჯა, თუმცა, მუზეუმის მესვეურები ბევრად სოლიდური თანხის – 5 მლნ. დოლარის დახარჯვას აპირებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები