LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სადაზღვევოები მასობრივად სასამართლოში ხვდებიან, რადგან Hyundai-სა და Kia-ს ზედმეტად ხშირად იპარავენ

116
ძარცვა

ათობით სადაზღვევო კომპანია Hyundai-სა და Kia-ს გატაცებების ტალღის გამო სასამართლოში უჩივის. ისინი მასობრივი ძარცვის შემდეგ ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ, ყველაფერი კი tiktok-ის შარშანდელი გამოწვევის დამსახურებაა. ქსელში გავრცელებული ინსტრუქციის მიხედვით, საკმარისი იყო კომპიუტერი და USB კაბელი იმისთვის, რომ ავტომობილი ადგილიდან დაძრულიყო.

მანამდე სანამ ავტომობილში მოხვდებოდნენ, ქურდებს ფანჯარა უნდა ჩაემტვრიათ, ამიტომ ზიანდებოდა სალონიც. გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კარი ღია იყო. ახლა კი სადაზღვევოები ამ კომპანიებისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ, მათ შორის იმ თანხის რომელიც ნაკლებად დაცული ავტომობილების შეკეთებას მოახმარეს.

კოლექტიური სარჩელის მიხედვით, გატაცების მცდელობის შემდეგ ფანჯრისა და საჭის გამოცვლა სადაზღვევოს 3 ათას დოლარზე მეტი უჯდებოდა. ხშირად მანქანებს მოზარდები იტაცებდნენ, რათა უბრალოდ გაესეირნათ, ამასთან საზოგადოებრივ საკუთრებასაც აზიანებდნენ და სადაზღვევოს ზარალი ამ შემთხვევაში 10 ათას დოლარამდე იზრდებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები