LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სადისტრიბუციო კომპანიებთან შეთანხმება შედგა – მანქანები გარკვეულ საათებში ივლიან

56

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან უკვე მიღწეულია შეთანხმება, რომ სადისტრიბუციო მანქანებმა ქალაქში გარკვეულ საათებში იმოძრაონ, რათა საცობები არ შეიქმნას.

როგორც კალაძე აცხადებს, კონკრეტული შეთანხმების შესახებ უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

“ძალიან კარგი შეხვედრა შედგა. მადლობა მათ თანამშრომლობისთვის. გარკვეული ცვლილებები განხორციელდება. თუ რა ცვლილებები იქნება და რომელ საათებში ივლიან ქალაქში, ამას უახლოეს დღეებში გაგაცნობთ”, – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები