LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო ნავთობის ფასის შემდგომ შემცირებას ვარაუდობს

30

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო არ გამორიცხავს ნავთობზე მსოფლიო ფასის შემდგომ შემცირებას იმის ფონზე, რომ 2016 წელს კვლავ შენარჩუნდება მიწოდების  სიჭარბე მოთხოვნილებასთან შედარებით. ამის შესახებ ნათქვამია სააგენტოს იანვრის თვის ანგარიშში.

“სანავთობო ბაზარზე მესამე წელი იქნება, რაც მიწოდება ამეტებს მოთხოვნილებას 1 მლნ ბარელით/დღეში, რაც უზარმაზარ გავლენას ახდენს სექტორის შესაძლებლობაზე. შედეგად, შეიძლება ვთქვათ, რომ ბაზარი შესაძლოა კიდევ დაეცეს”, – ნათქვამია ანგარიშში.

სააგენტოს პროგნოზით, მოპოვება იმ ქვეყნებში, რომლებიც არ შედიან ოპეკში, შემცირდება 600 ათასი ბარელით დღეში, მაგრამ ეს აუცილებლად მნიშვნელოვან წილად კომპენსირებულ იქნება ირანის მიერ მოპოვების ზრდით.

“ჩვენ ასევე არ ველით, რომ ახლო აღმოსავლეთის სხვა მომპოვებლები თამაშგარე დარჩებიან, საუდის არაბეთში საწვავის შიდა ფასების მკვეთრი ზრდა არის იმის ნიშანი, რომ  ოპეკის უმსხვილესი მწარმოებელი დაბალი ფასების ხანგრძლივი პერიოდისათვის ემზადება”, – აღნიშნულია ანგარიშში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები