LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთი აპირებს, რომ კანკანი კულტურულ მემკვიდრეობად აღიაროს

117
1920x1080_cmsv2_84f21948-ac79-59

საფრანგეთში ცეკვა კანკანი შესაძლოა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანონ. ამის შესახებ Euronews წერს.

კანკანი – ეს არის ენერგიული ცეკვა, რომელიც საფრანგეთში XIX საუკუნის შუა პერიოდში გაჩნდა. შესრულების დროს ნათელი ფერის კოსტიუმებში ჩაცმული მოცეკვავეები რიტმულ და მხიარულ მუსიკაზე ფეხს ძალიან მაღლა წევენ. კანკანმა დიდი ცნობადობა პარიზში 1889 წელს კაბარე „მულენ რუჟის“ გახსნის შემდეგ მოიპოვა.

ამჟამად ქვეყანაში 200-მდე კაბარე ფუნქციონირებს და იქ 5 ათასამდე ადამიანია დასაქმებული, მათ შორის – 1,6 ათასი არტისტი. ყოველწლიურად კაბარეს 2,7 მილიონი მაყურებელი ჰყავს.

საფრანგეთის ფემინისტურმა ორგანიზაციებმა ამ ინიციატივის მიმართ არაერთგვაროვანი მოსაზრება დააფიქსირეს. ფემინისტთა ნაწილი კანკანს აკრიტიკებს, რადგან ამ ცეკვას ქალების ექსპლუატაციად აღიქვამს. ისინი ამტკიცებენ, რომ ცეკვა ქმნის სტერეოტიპებს ქალებზე, როგორც გართობის ობიექტებზე, ამიტომ გენდერული თანასწორობის იდეისგან ძალიან შორსაა.

მეორე მხრივ აქტივისტები კანკანს ქალური თავისუფლების და თვითგამოხატვის სიმბოლოდ მიიჩნევენ.

საინტერესოა, რომ კაბარეს მხარდასაჭერად ხელისუფლება 475 ათას ევროს გამოყოფს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები