LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთი და ესპანეთი ტურისტების საყვარელი ქვეყნებია

29

საფრანგეთი და ესპანეთი ტურისტების საყვარელი ქვეყნებია. ამის შესახებ ინფორმაცია ესპანეთის მთავრობამ გაავრცელა.

აღმოჩნდა, რომ 2017 წელს ქვეყანას 82 მილიონი ტურისტი ეწვია, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 9%-ით მეტია. რაც შეეხება ვიზიტორთა მიერ დახარჯულ ფულს – თანხამ 87 მილიარდ ევროს გადააჭარბა. რაც იმას ნიშნავს, რომ ტურისტების ფავორიტი ქვეყანა შემოსავლებითაც ლიდერია. 82 მილიონი ტურისტი ესპანეთისთვის რეკორდული მაჩვენებელია, თუმცა როგორც ხელისუფლება იმედოვნებს, 2018 წელს ქვეყანას კიდევ უფრო მეტი მოგზაური ეწვევა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები