LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთის სკოლაში მშობლებს შესასვლელთან პარკირება აუკრძალეს, რათა ბავშვებთან მათ მეტი დროის გატარება შეძლონ

131
_methode_times_prod_web_bin_287fec70-2381-11eb-a410-c62ccdb041f3

ფრანგულის ქალაქის ბეზანსონის ერთ-ერთ სკოლაში მშობლებს ავტომობილის კარებთან გაჩერება აუკრძალეს. იდეის ავტორები იმედოვნებენ, რომ მსგავსი აკრძალვა ოჯახური ურთიერთობების გამყარებას შეუწყობს ხელს.

მშობლებს მოუწევთ, რომ რამდენიმე მეტრის მოშორებით დაპარკინგდნენ და შემდეგ შესასვლელამდე ბავშვთან ერთად ფეხით მივიდნენ. სკოლის დირექციაში ფიქრობენ, რომ კომუნიკაციის დამატებით რამდენიმე წუთსაც კი შეუძლია, რომ ემოციური კავშირი კიდევ უფრო გაამყაროს.

ევროპული ქვეყნები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მშობლებს შვილებთან მეტი დროის გატარების საშუალება მისცენ. მაგალითად, რუმინეთში მშობლებს თვეში 4 დღე დისტანციურად შეუძლიათ მუშაობა, რათა პატარებს მეტი დრო დაუთმონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები