LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთის სოფლებში დადგეს საგზაო ნიშნები, რომლებიც მძღოლებს ფოცხვერების შესახებ აფრთხილებს

122
საფრანგეთის სოფლებში დადგეს საგზაო ნიშნები, რომლებიც მძღოლებს ფოცხვერების შესახებ აფრთხილებს

საფრანგეთის სამხრეთსა და აღმოსავლეთში ახალი საგზაო ნიშნები გამოჩნდა: ისინი მძღოლებს ფოცხვერების გადაადგილების შესახებ აფრთხილებენ და სიჩქარის კლებისკენ მოუწოდებენ.

ნიშნების დაყენების ინიციატივა ცხოველთა დამცველებს ეკუთვნით. საქმე ისაა, რომ რეგიონში დაახლოებით 120 ველური ფოცხვერი ცხოვრობს (მთლიანობაში ქვეყანაში ასეთი ცხოველების რაოდენობა 150-ია).

ფოცხვერები ავტომობილის საბურავის ქვეშ უფრო ხშირად იღუპებიან, ვიდრე ბუნებრივად. მხოლოდ 2024 წელს გზებზე 13 ფოცხვერი მოკვდა და მათი მონაწილეობით ავტო საგზაო შემთხვევა 1-2 კვირაში ერთხელ ხდება.

საინტერესოა, რომ მსგავსი საგზაო ნიშნები ესპანეთის რამდენიმე რაიონშიცაა განთავსებული. აქტივისტთა თქმით, მათი დახმარებით ცხოველებთან დაკავშირებული უბედური შემთხვევების რიცხვი მკვეთრად შემცირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები