LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში 10 უიშვიათესი წაულა ბუნებაში გაუშვეს

106
საფრანგეთში 10 უიშვიათესი წაულა ბუნებაში გაუშვეს

საფრანგეთში ველურ ბუნებაში  ათი იშვიათი ევროპული წაულა გაუშვეს. მიზანი — ამ მტაცებლების გადარჩენა და პოპულაციის აღდგენაა. სიახლის შესახებ ფრანგული გამოცემა წერს.

ევროპული წაულა — შავი, თეთრფეხებიანი, პატარა ცხოველი —ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის მიერ კლასიფიცირებულია, როგორც გადაშენების პირას მყოფი სახეობა. საფრანგეთის ბიომრავალფეროვნების სააგენტო გეგმავს, რომ 2031 წლამდე ბუნებაში 100 წაულა მაინც გაუშვას.

მტაცებლები ზოოპარკში, ბუნებრივ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში გაზარდეს.

მათ არ ჰქონდათ კონტაქტი ადამიანებთან — საკვებიც კი ავტომატურად იყრებოდა.

გათავისუფლებამდე ცხოველებმა ორი–სამი კვირა აკლიმატიზაციის ვოლიერებში გაატარეს, სადაც გარემო მაქსიმალურად ჰგავდა ბუნებრივ არეალს. ადამიანებთან კონტაქტი მინიმუმამდე იყო დაყვანილი, რათა წაულები არ შეჩვეოდნენ ადამიანებს და თავისუფლად გაშვებულები შემდეგ ვოლიერებში არ დაბრუნებულიყვნენ.

გათავისუფლებული ცხოველები მონიტორინგის ქვეშ არიან — მათზე დამაგრებულია ვიდეო-კამერიანი გადამცემები. უკვე პირველივე დღეებში მკვლევრებმა დააფიქსირეს, როგორ ახერხებდნენ ცხოველები ნადირობასა და თავშესაფრის პოვნას. მოგვიანებით ისინი შენიშნეს ბუდობისა და ნადირობის პროცესში.

საინტერესოა, რომ ევროპული წაულა გადაშენების ზღვარს რამდენიმე მიზეზის გამო მიუახლოვდა:

ბუნებრივი არეალის შემცირება,

ამერიკული წაულას გავრცელება (ინვაზიური ეგზოტიკური სახეობა),

გზებზე მანქანების მიერ გამოწვეული ფატალური შემთხვევები.

საფრანგეთის ბიომრავალფეროვნების სააგენტო არ ამხელს გათავისუფლების ზუსტ ადგილებს, რათა ამ ფრთხილ და განმარტოებას მიჩვეულ ცხოველებს მშვიდად ადაპტაციის საშუალება მისცეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები