LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში 38 წლის წინ მოპარული Peugeot 104 იპოვეს

71

საფრანგეთში 38 წლის წინ მოპარული Peugeot 104 იპოვეს და მეპატრონისთვის დაბრუნებაც სცადეს. ამის შესახებ ფრანგული პოლიცია „ფეისბუქზე“ წერს.

ავტომობილი ქალაქ შალონ–ან–შამპანთან ახლოს, ჭაობში იპოვეს, რომელიც პარიზიდან 160 კილომეტრით არის დაშორებული. მიწის მეპატრონემ, ავტომობილი გვალვის შედეგად წყლის დონის დაკლების შემდეგ აღმოაჩინა და მაშინვე პოლიციას აცნობა.

პოლიციამ ავტომობილი ჭაობიდან ამოიტანა, მასში დანაშაულის კვალი ვერ იპოვა და ამიტომ ავტოსახელოსნოში, ტალახის მოსაშორებლად გადაიტანა. 38 წლის წინ მოპარული ავტომობილის ძარა და ინტერიერი საკმაოდ კარგად არის შენახული, მიუხედავად იმისა, რომ წყალში იმყოფებოდა.

ავტომობილი პოლიციის ელექტრონულ ბაზაში არ იყო, ამიტომ პოლიციას ძველი საქაღალდეების გახსნა მოუხდა. სულ Peugeot 104–ს სამი მფლობელი ჰყავდა, ერთმა მათგანმა კი სადაზღვევო ანაზღაურება დიდი ხნის წინ მიიღო. სწორედ ამიტომ ავტომობილი ტექნიკურად სწორედ სადაზღვევო კომპანიის საკუთრებაა. მიუხედავად ამისა, პოლიციამ მფლობელს ავტომობილის პოვნის შესახებ ინფორმაცია მაინც მიაწოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები