LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში ასობით ქათამი „გააშვილეს“

104
p0kyq4jl

საფრანგეთის გრანდ-ესტის რეგიონში ადგილობრივებს 800 ქათამი უფასოდ დაურიგეს. სიახლის შესახებ Brussels times წერს.

ქათმები ოჯახებს ახალ-ახალი კვერცხით უზრუნველყოფენ და თან საკვების ნარჩენებსაც შეამცირებენ, რადგან ნარჩენებს ისინი სიამოვნებით მიირთმევენ.
ბევრმა ადგილობრივმა ქათამი სპეციალურად ბავშვებისთვის აიყვანა, რათა პატარებს ცხოველზე ზრუნვა ასწავლოს.

ქათმის მიღებამდე ახალი მეპატრონეები სავალდებულო ინსტრუქტაჟსაც გადიან, სადაც მათ ასწავლიან, როგორ გამოკვებონ ფრინველები სწორად და როგორ შეუქმნან მათ კომფორტული გარემო.

აქცია რეგიონში უკვე მეცხრე წელია რაც ტარდება და ყოველ ჯერზე მეტ პოპულარობას იძენს. ამ დროის განმავლობაში რეგიონის მცხოვრებლებმა 5000-ზე მეტი ქათამი აიყვანეს მეურვეობაში.

ინიციატივა საფრანგეთის რეგიონებშიც დიდ ინტერესს იწვევს. მუნიციპალიტეტები მხარს უჭერენ მსგავს პროექტებს, რადგან ისინი ეკოლოგიისთვის სასარგებლოა და თან ადამიანებს ბუნებასთან სიახლოვეშიც ეხმარებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები