LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში ძაღლების საბავშვო ბაღი გახსნეს

164
slide-accueil-1-1920x1200

საფრანგეთში სპეციალურად ძაღლებისთვის საბავშვო ბაღი გაიხსნა. ამ დაწესებულებაში ცუგებს შეუძლიათ მეგობრებთან ერთად გაერთონ და სამსახურში წასულ პატრონებს საუკეთესო გარემოში დაელოდონ. საინტერესო სიახლის შესახებ dogwalking წერს.

ბაღში ძაღლებთან ითამაშებენ, ისეირნებენ და მათ გემრიელადაც გამოკვებავენ. ამასთან, თითოეული ბინადრისთვის ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით ინდივიდუალურ პროგრამას შეადგენენ. ცხოველების მოვლით სპეციალურად მომზადებული ძიძები დაკავდებიან, იქვე იქნებიან ვეტერინარები და კინოლოგებიც.

საბავშვო ბაღში ძაღლის მთელი დღით დატოვება 80 ევრო ეღირება, ნახევარი დღით – 50 ევრო. თანხის დამატების შემთხვევაში სერვისს გრუმინგიც დაემატება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები