LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში კერძო თვითმფრინავების აკრძალვა სურთ

128
Capture

საფრანგეთში სერიოზულად ფიქრობენ იმაზე, რომ კერძო თვითმფრინავებით შესრულებული რეისები აკრძალონ. Electrek-ის ინფორმაციით, ინიციატივის ავტორი პარტია „ევროპა ეკოლოგია მწვანეები“ გახდა.

დეპუტატთა აზრით, შეზღუდვა უნდა შეეხოს არარეგულარულ კერძო ფრენებს, ასევე იმ რეისებს სადაც მგზავრთა რაოდენობა ექვსს არ აღემატება.

გარემოს დაცვის ევროპული სააგენტოს(EEA) დასკვნით, მატარებლით მგზავრობა თითქმის 5-ჯერ უფრო ეკოლოგიურია, ვიდრე თვითმფრინავით ფრენა.

სწორედ ამიტომ, საფრანგეთი ყველანაირად ცდილობს რომ მოსახლეობას ეკოლოგიური ტრანსპორტის არჩევის სტიმული მისცეს. მაგალითად, ქვეყანაში აიკრძალება მოკლე მარშრუტზე ფრენა. მაგალითად, აღარ იქნება რეისები პარიზი – ლიონი, პარიზი – ბორდო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები