LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში მატარებლები დაკარგულ ცხოველებს დაელოდებიან

105
საფრანგეთში მატარებლები დაკარგულ ცხოველებს დაელოდებიან

საფრანგეთში შეიცვალა მატარებლების მოძრაობის წესები იმ ცხოველების გადასარჩენად, რომლებიც შემთხვევით ხვდებიან ლიანდაგებზე. France24-ის ინფორმაციით, თუკი მატარებლის ქვეშ  შინაური ცხოველი აღმოჩნდება, გამგზავრება შეიძლება 20 წუთით გადაიდოს.

ახალი წესების შემოღების მიზეზი გახდა გახმაურებული შემთხვევა 2023 წელს, როდესაც პარიზის სადგურზე მატარებელმა კატა მოკლა. მაშინ მემანქანემ არ დაიცადა, მიუხედავად მეპატრონის თხოვნისა და მატარებელი ადგილიდან დაძრა. შემთხვევამ დიდი პროტესტი და უკმაყოფილება გამოიწვია როგორც ცხოველთა დამცველებში, ისე მგზავრებში.

ამიერიდან თუკი მგზავრები ან სადგურის თანამშრომლები მატარებლის ქვეშ ცხოველს შეამჩნევენ, პერსონალს  მის მოსაძებნად 10 წუთი ექნება. თუ ცხოველს იპოვიან, მის უსაფრთხოდ გამოსაყვანად დამატებით კიდევ 10 წუთს გამოყოფენ. თუ ცხოველი ვერ მოიძებნა, მატარებელი მაინც დაიძვრება, მაგრამ მინიმალური სიჩქარით.

რკინიგზის კომპანია განმარტავს, რომ ახალი წესები უკვე ჩამოყალიბებული პრაქტიკის ოფიციალური სახეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები