LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში მიწის ქვეშ დამალული ავტომობილები იპოვეს

31

ბელგიელმა მკვლევარმა საფრანგეთში, მიწისქვეშა ქვის სამტეხლოში 1930-იან წლებში გამოშვებული ათობით ავტომობილი აღმოაჩინა. როგორც The Telegraph წერს, ავტომობილები მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში გადამალეს.

საიდუმლო ”ავტოფარეხი” საფრანგეთის ცენტრალურ ნაწილში 56 წლის ფიზკულტურის მასწავლებელმა ვინსენტ მიშელმა იპოვა. ბელგიელისთვის ქალაქების შესწავლა ჰობია და აღმოჩენა მისთვის შოკის მომგვრელი აღმოჩნდა.

”მომეჩვენა, რომ 70 წლის წინ ვიმოგზაურე” – განაცხადა მიშელმა.

სავარაუდოდ, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ავტომობილები გერმანულ ჯარებს დაუმალეს, მოგვიანებით კი მათ შესახებ დაავიწყდათ და ათობით კლასიკური ავტომობილი ახლაც მიწისქვეშეთშია.

ვინსენტ მიშელმა აღნიშნა, რომ საიდუმლო საცავის აღმოჩენის მომენტიდან ქვის სამტეხლოს მეპატრონემ რამდენიმე ავტომობილი აუქციონიდან გაყიდა. ავტომობილების უმრავლესობა ტრანსპორტირებისთვის მეტისმეტად ”დასუსტებულია”. რა ბედი ელით რარიტეტებს, უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები