LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში ნუდისტურ სანაპიროზე დამსვენებლებს ესროლეს

23

ნუდისტურ სანაპიროზე დამსვენებლებს მხოლოდ იმიტომ ესროლეს, რომ მათ ჩაცმაზე უარი განაცხადეს. გამოცემა „Le Parisien”-ის ინფორმაციით, შემთხვევა საფრანგეთში, კორსიკაზე მოხდა.

პორტო-ვეკუს პლაჟზე ნუდისტები ძალიან ხშირად იკრიბებიან და, როგორც წესი, ეს ფაქტი უკვე აღარავის უკვირს. თუმცა, იქვე მდებარე რესტორნის მფლობელი ნუდისტებთან მივიდა და მათ ჩაცმა ან ტერიტორიის დატოვება სთხოვა. უარის მიღების შემდეგ კი მამაკაცი ძალიან გაბრაზდა და დამსვენებლებს პნევმატური იარაღით ცეცხლი გაუხსნა. ინციდენტის შემდეგ ადგილობრივ პოლიციაში 10-მდე საჩივარი შევიდა და რესტორნის მფლობელი დააკავეს. თუმცა, მტკიცებულებების არქონის გამო ის მალევე გაათავისუფლეს. რაც შეეხება დაზარალებულ ნუდისტებს, მათი ნაწილი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები