LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში „უშნო“ ბოსტნეულის მიტანის სერვისი გაჩნდა

130
Capture

ტულუზაში, საფრანგეთში „უშნო“ ხილისა და ბოსტნეულის მიტანის სერვისი გაჩნდა. როგორც ოფიციალურ საიტზე წერია, საუბარია ისეთ პროდუქტზე რომელსაც არასწორი ფორმა, პატარა ზომა ან შეფერილობა აქვს არათანაბარი.

კომპანია ხილ-ბოსტნეულს ადგილობრივი ფერმერებისგან ყიდულობს. არადა ადრე „ულამაზო“ პროდუქტს უბრალოდ ყრიდნენ, რადგან სუპერმარკეტები მათ შეძენაზე უარს აცხადებდნენ. საქმე ისაა, რომ მყიდველთა შორის მეტ მოწონებას მიმზიდველი ბოსტნეული და ხილი იმსახურებს.

ამიერიდან კი მოღუნულ კიტრს, უსწორმასწორო კარტოფილს თუ სტაფილოს მომხმარებელს ბიუჯეტური ფასით შესთავაზებენ. სერვისი BeneBono-ს გამოთვლით, მუშაობის დაწყებიდან პირველივე თვეებში „უშნო“ ხილ-ბოსტნეულზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა.

საფრანგეთში საკვები პროდუქტის 20%-ს ყრიან. პროდუქტის დიდი ნაწილი ნაგავსაყრელზე სწორედ „შეუფერებელი“ ვიზუალის გამო ხვდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები