LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში ყურძნისგან ჩანთების დამზადება დაიწყეს

119
425654523-origin

საფრანგეთში გაჩნდა ბრენდი „ტყავის“ ჩანთების, ქამრების და საფულეების, რომელიც ყურძნისგან მზადდება. საინტერესო სიახლის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ავრცელებს.

პროდუქციის შესაქმნელად იყენებენ ყურძნის კანს, რომელსაც აშრობენ და შემდეგ ფხვნილად აქცევენ. შემდეგ ამ მასას ზეთს და მცენარეული წარმოშობის პოლიმერს უმატებენ. შედეგად წარმოიქმნება ნაზავი, რომელსაც აბრტყელებენ, ღებავენ და პრესავენ. ერთი კვადრატული მეტრი ტყავის დასამზადებლად დაახლოებით 2,5 კილოგრამის ყურძნის კანია საჭირო.

ჩანთის შიდა ნაწილს ამზადებენ პოლიესტერისგან, რომელიც ოკეანეში მოგროვილი პლასტმასის ნარჩენების გადამუშავების შედეგად მზადდება.

ამასობაში, პოლონეთში ხმელთაშუა ზღვაში „დაჭერილი“ სათევზაო ბადეებისგან სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების დამზადება დაიწყეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები