LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგრადა ფამილია მალე მსოფლიოში ყველაზე მაღალი ქრისტიანული ტაძარი იქნება

111
504632503_10232258024968037_3699528323035966705_n

მსოფლიოში ცნობილი ტაძარი – საგრადა ფამილია (წმინდა ოჯახის ტაძარი) ბარსელონაში უკვე საუკუნეზე მეტია შენდება. მშენებლობისა და დეკორის დასრულებას მხოლოდ 2034 წლისთვის ვარაუდობენ. თუმცა, უკვე 2025 წლის ბოლოსთვის ტაძარი მსოფლიოში ყველაზე მაღალი ქრისტიანული ნაგებობა გახდება. სიახლის შესახებ BBC წერს.

ეს მოხდება მაშინ, როდესაც იესო ქრისტესადმი მიძღვნილი ცენტრალური კოშკის მშენებლობა დასრულდება და მის თავზე მინანქრიანი კერამიკით დაფარული ჯვარი დამონტაჟდება. ამის შემდეგ საგრადა ფამილიას სიმაღლე რეკორდულ 172,5 მეტრს მიაღწევს.

მანამდე მსოფლიოში ყველაზე მაღალი ქრისტიანული ტაძრები იყო ულმის კათედრალი გერმანიაში – 161 მეტრი და კოტ-დ’ივუარში მდებარე ტაძარი – 151 მეტრი.
საგრადა ფამილია ესპანეთის მთავარი ღირსშესანიშნაობაა – გასულ წელს მას 5 მილიონი ადამიანი ესტუმრა.

ტაძრის მშენებლობა 1882 წელს დაიწყო, იმ დროს, როცა ეს ტერიტორია ქალაქის გარეუბანში მდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწები იყო; ახლა კი ბარსელონას ცენტრად იქცა. მშენებლობა არაერთხელ შეჩერებულა, ბოლოს პაუზის მიზეზი კორონავირუსის პანდემია გახდა.

მშენებლობის დასრულების შემდეგ ტაძარზე ჯვარს აღმართავენ და გარშემო კიდევ ხუთი კოშკი აიგება: ერთი – ქალწულ მარიამს, ხოლო ოთხი – ოთხ მახარობელს მიეძღვნება.

ცნობისათვის, თბილისის სამების საერთო სიმაღლე ნულოვანი ნიშნულიდან ჯვრის ჩათვლით 86,1 მეტრია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები