LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგზაო მოძრაობის 5 წესი, რომელიც არ ვიცით, ან არ გვინდა, რომ ვიცოდეთ

37

იცით როდის უნდა შეასრულოთ გასწრების მანევრი ჩქაროსნულ მაგისტრალზე? ვინ უნდა დათუმოს გზაჯვარედინზე? ითვლებიან თუ არა ველოსიპედისტები ქვეითად მოსიარულეებად და უნდა დავუთმოთ თუ არა მათ გზა? ჩვენ გვგონია, რომ ამ კითხვებზე პასუხი ვიცით. თუმცა, ყველაზე ხშირად სწორედ ამ კითხვებს ვისმენთ 20, თუნდაც 30 წლის სტაჟის მქონე მძღოლებისგან…

რა თქმა უნდა საგზაო მოძრაობის ძირითად წესებს თითქმის ყველა გამოცდილი მძღოლი იცნობს თუმცა, დრო და დრო მათ შესახებ ვივიწყებთ, ან უბრალოდ უყურადღებოთ ვტოვებთ…

დღეისათვის ჩვენ გადავწყვიტეთ შეგახსენოთ საგზაო მოძრაობის ყველაზე მთავარი წესები, რომელსაც ხშირად ვივიწყებთ. მაშ ასე:

 

 

 

უნდა დავუთმოთ თუ არა გზა ველოსიპედისტს ქვეითთა გადასასვლელზე?

ბევრი შეცდომით ფიქრობს, რომ მუდმივად ვალდებულები ვართ ველოსიპედისტს გზა დავუთმოთ თუმცა, მოქმედი წესების მიხედვით ასე მარტივადაც არაა საქმე. საქმე იმაშია, რომ ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ კი, ან არა არ გახლავთ.

საგზაო წესების მიხედვით, ველოსიპედისტი მძღოლია, ხოლო ველოსიპედი სატრანსპორტო საშუალება. სწორედ ამიტომ, ის ქვეითად მოსიარულედ არ ითვლება, ეს კი ნიშნავს, რომ მან უნდა დაიცვას მოძრაობის ის წესები, რომელსაც ავტომობილის მძღოლი იცავს. ამასთანავე რეგულირებად გზაჯვარედინებზე ველოსიპედისტი ემორჩილება სწორედ იმ სიგნალებს, რომელსაც ემორჩილება ავტომობილის მძღოლი.

სწორედ აქედან გამომდინარე, ავტომობილის მძღოლი სულაც არ არის ვალდებული გზა დაუთმოს ველოსიპედისტს და მოსაზრება, რომ ველოსიპედისტი ქვეითთან გათანაბრებული საგზაო მოძრაობის წევრია, მცდარია. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ველოსიპედისტები არანაირი პრიორიტეტით არ სარგებლობენ და უნდა ხელმძღვანელობდნენ იმავე წესებით, რომლითაც ავტომობილის მძღოლი ხელმძღვანელობს.

 

 

შეიძლება თუ არა ვიმოძრაოთ შუა ზოლში მაშინ, როცა უკიდურესი მარჯვენა თავისუფალია?

მძღოლების უმეტესობა, მიუხედავად იმისა იცნობს თუ არა კარგად საგზაო მოძრაობის წესებს, ხშირად ივიწყებს, რომ ჩქაროსნულ მაგისტრალზე, სადაც დაშვებული სისწრაფე 80კმ/სთ-ს არ აღემატება, უნდა იმოძრაონ მაქსიმალურად ახლოს უკიდურეს მარჯვენა ზოლთან.

შესაბამისად, თუ ჩქაროსნულ მაგისტრალზე არსებულ მოძრაობის წესებს გადავავლებთ თვალს, მიხვდებით, რომ იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრალზე მარჯვენა უკიდურესი ზოლი თავისუფალია, ხოლო ჩვენ შუა ზოლზე ვმოძრაობთ, ეს წესების დარღვევაა.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ მძღოლები, რომლებიც თვლიან, რომ ჩქაროსნულ მაგისტრალზე, სადაც მოძრაობის 3 ზოლია, დანაშაულს არ წარმოადგენს შუა ზოლზე მოძრაობა, ცდებიან. არსებული საგზაო მოძრაობის წესების მიხედვით, თუ უკიდურესი მარჯვენა ზოლი თავისუფალია, მოძრაობის უსაფრთხოდ გასაგრძელებლად აუცილებელია, სიჩქარის შეუცვლელად უკიდურეს მარჯვენა ზოლში გადავინაცვლოთ…

 

 

დაშვებულია თუ არა გასწრების მანევრის შესრულება მარჯვნიდან?

თითოეულმა მძღოლმა კარგად იცის, რომ მოქმედი წესების გათვალისწინებით გასწრების მანევრის შესრულება მარჯვნიდან დაუშვებელია. თუმცა, აკრძალვა პირდაპირ არ არის მინიშნებული. სწორედ ამიტომ, მძღოლები თვლიან, რომ ეს მანევრი დასაშვებია.

თუ საგზაო მოძრაობის წესებს გავიხსენებთ, ან თვალს გადავავლებთ, ადვილად მივხვდებით, რომ მარჯვნიდან გასწრების მანევრის შესრულება ნებისმიერ შემთხვევაში დაუშვებელია.

საქმე იმაშია, რომ მოქმედი წესების მიხედვით, მაშინ როცა უკიდურეს მარჯვენა ზოლზე მოძრაობა თავისუფალია, ვალდებულები ვართ სწორედ ამ ზოლში ვიმოძრაოთ. ეს კი ნიშნავს იმას, რომ გასწრების მანევრის შესრულება მარჯვნიდან უსაფრთხო არ გახლავთ, რადგან ხილვადობა მარჯვენა მხრიდან შეზღუდულია და მანევრის დაწყებამდე შეუძლებელია დავინახოთ სატრანსპორტო მოძრაობის ის წევრი, რომელიც უკიდურეს მარჯვენა ზოლში წესების სრული დაცვით მოძრაობს. ამან კი შეიძლება ავტოსაგზაო შემთხვევაც გამოიწვიოს…

 

 

რას ნიშნავს სინამდვილეში საცნობი ნიშანი ”სდექ”?

საცნობი ნიშანი ”სდექ” კრძალავს მოძრაობის გაგრძელებას გზის დაუთმობლად. როდესაც მძღოლი ამ ნიშანს მიუახლოვდება ის აუცილებლად უნდა გაჩერდეს ”სდექ” ხაზთან, დარწმუნდეს მოძრაობის უსაფრთხოებაში და თუ შემხვედრი ავტომობილი არ ჩანს, გააგრძელოს მოძრაობა.

მოქმედი საგზაო წესების მიხედვით, როდესაც მძღოლი ”სდექ” ნიშანს დაინახავს, რომელსაც არ აქვს ”სდექ” ხაზი, ვალდებულია გაჩერდეს ნიშანთან ახლოს. სხვა შემთხვევაში ამ ნიშნის უგუნებელყოფა წესების დარღვევად ითვლება და შესაბამის ფულად ჯარიმას ექვემდებარება.

 

 

დაშვებულია თუ არა მოძრაობა შუქნიშნის ყვითელ სიგნალზე?

კითხვაზე დაშვებულია თუ არა მოძრაობა შუქნიშნის ყვითელ სიგნალზე მძღოლების მოსაზრება ორად იყოფა. თუმცა რა არის სიმართლე?

თუ მოქმედ საგზაო მოძრაობის წესებს გადავხედავთ, მძღოლებს მოძრაობა ეკრძალებათ შუქნიშნის ამკრძალავ ნათებაზე, ხოლო ყვითელი ფერის ნათება ამკრძალავ ნიშნად მოიხსენიება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ შუქნიშნის ყვითელი სიგნალის პირობებში მძღოლი ვალდებულია შეჩერდეს.

შესაბამისად საგზაო მოძრაობის წესების მიხედვით, შუქნიშნის ყვითელ სიგნალზე მოძრაობის გაგრძელება დაუშვებელია…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები