LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საგზაო ნიშნები, რომლებიც პეკინზე გამორჩათ”

82

ფეისბუქმომხმარებელი მარიამ ნატროშვილი სოციალურ ქსელში, რებილიტირებული პეკინის გამზირის, ახალი ველობილიკის ფოტოს აქვეყნებს, დამატებითი საგზაო ნიშნით.

“ჰაერში ტყვიაა” – მითითებულია ველობილიკზე ველოსიპედის ნაცვლად.

ნატროშვილი წერს, რომ ეს სწორედ ის დეტალია, რაც რეაბილიტაციისას გამორჩათ. ის ასევე აღნიშნავს, რომ პეკინი გამონაბოლქვით ერთერთი ყველაზე დაბინძურებული ქუჩაა.

“საგზაო ნიშნები, რომელიც რემონტისას გამორჩათ, დამატებულია.
პეკინი გამონაბოლქვით ერთ ერთი ყველაზე დაბინძურებული ქუჩაა”, – წერს ფოტოს ავტორი.

პეკინის განახლებულ გამზირზე, ერთი ზოლი ველობილიკისთვის გამოიყო.

ბულაჩაურის ქუჩიდან მიროტაძის ქუჩამდე 1 კმ-იანი, 2,80 მეტრის სიგანის ველობილიკი გაკეთდა. დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისში ასეთი თანამედროვე და მოწესრიგებული ფორმით ველობილიკი პირველად მოეწყო.

აღსანიშნავია, რომ თბილისი ველოტრასებით დაქსელული არ არის, ამის გამო, მხოლოდ ამ მონაკვეთზე ველობილიკის მოწყობამ, საზოგდოების ნაწილის კრიტიკა დაიმსახურა.

კიდევ ერთი და მთავარი დეტალი რის გამოც, პეკინზე ველობილიკის მოწყობა გააკრიტიკეს, დაბინძურებული ჰაერია, რაც ჯანსაღ ცხოვრებას ეწინააღმდეგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები