საგზაო სამუშაოების შეუფერხებლად და დროულად დასრულების მიზნით, პეკინის გამზირზე(ზ. ჟვანიას სახელობის მოედნიდან ეროვნულ არქივამდე არსებულ მონაკვეთი ორივე მიმართულებით) შაბათს, 5 დეკემბერს 11 საათიდან 18 საათამდე გადაიკეტება და საავტომობილო მოძრაობა სამუშაოების დასრულების შემდეგ აღდგება. ასევე მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ბოტანიკურისა და ყავლაშვილის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით სამუშაოებს იწყებს. სამუშაოების განხორციელებისას აღნიშნულ ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება, კერძოდ: ბოტანიკურის ქუჩაზე მიმდინარე წლის 5 დეკემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო ყავლაშვილის ქუჩაზე, 5 დეკემბრიდან 25 დეკემბრამდე.