LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საიდუმლო ავტოფარეხი, რომელიც მიწაში იმალება

96
car23

ზუსტი ფასი უცნობია, თუმცა „ბონდიანას“ სტილში შესრულებული ფარეხი რომ იაფი არ ეღირება ფაქტია

იტალიურმა კომპანია IdealPark-მა აჩვენა, თუ როგორ მუშაობს „ავტომობილის ლიფტი“. მაგალითის სახით გადაიღეს სახლი Casa da Qinta da Marinha, რომელიც ცოტა ხნის წინ პორტუგალიის ერთ-ერთ მდიდრულ რაიონში აშენდა.

აუზის, ტერასებისა და სხვა ძვირადღირებული ატრიბუტების გარდა, სახლმა საიდუმლო ავტოფარეხიც მიიღო. ღილაკზე თითის დაჭერით ფარეხი მიწიდან ამოდის და შემდეგ ავტომობილთან ერთად უჩინარდება.

ასეთი ფარეხი არა მფლობელის სურვილი, არამედ არქიტექტორის ჩანაფიქრია. მდიდრული ვილა კომპანია Enter Arquitectura-მ დააპროექტა და ტრადიციული ფარეხი საერთო სურათს უბრალოდ არ უხდებოდა. შესაბამისად, დიზაინერებმა ფანტაზია ჩართეს.

მეტი უსაფრთხოებისთვის ფარეხი კამერებითაა აღჭურვილი და მოწყობილობა არ ამოქმედდება, თუკი ზემოთ ვინმე იმყოფება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები