LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახე პასპორტის ნაცვლად – ფრანკფურტის აეროპორტში რეგისტრაცია მხოლოდ სახით იქნება შესაძლებელი

148
thumb_1024x663_facial-recognition-11zon

ფრანკფურტის საერთაშორისო აეროპორტმა თავის სერვისს ახალი – რეისებზე ბიომეტრიული რეგისტრაცია დაამატა. ეს ნიშნავს, რომ თვითმფრინავში ასვლა სახის ამომცნობი სისტემის გავლითაა შესაძლებელი და არანაირი სხვა პროცედურას აღარ საჭიროებს. საინტერესო სიახლის შესახებ The Mayor წერს.

იმისათვის, რომ სიახლით ისარგებლონ მგზავრები სპეციალურ აპლიკაცია Star Alliance-ში უნდა დარეგისტრირდნენ. ამ პროცესს სულ რამდენიმე წამი დასჭირდება.

ამის შემდეგ აეროპორტის საკონტროლო-გამშვები პუნქტების გავლისას მგზავრებს ქაღალდის დოკუმენტების წარდგენა აღარ დასჭირდებათ. ამასთან, ბიომეტრიას ამომცნობი მოწყობილობის მეხსიერებიდან რეისის გაფრენიდან მალევე ამოშლიან.

დასაწყისისთვის სისტემას ავიაკომპანია Lufthansa-ს რამდენიმე რეისზე ტესტავენ. უახლოეს მომავალში მისი სხვა რეისებზე განვრცობა სურთ და დიდი იმედი აქვთ, მგზავრები ამ ოფციით ისარგებლებენ და რიგებში დგომას აღარ მოისურვებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები