LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელგანთქმულმა მხატვარმა BMW გააფერადა

53

კომპანია BMW-მ არტ ქარი კუპე M6-ის ბაზაზე წარადგინა. ავტომობილის შემუშავებაში კონცეპტუალიზმის ფუძემდებელმა ჯონ ბალდესარიმაც მიიღო მონაწილეობა. სახელგანთქმულმა მხატვარმა ძარა შეღება. არტ ქარი გამძლეობის რბოლაზე ”24 საათი დაიტონა” 2017 წლის 28,29 იანვარს გამოვა.

BMW-ს არტქარის შექმნისას ჩემთვის უცნობი ტერიტორია აღმოვაჩინე, პირველად ვიმუშავე ავტომობილთან, როგორც ობიექტთან და სამგანზომილებიან ხელოვნებაში გადავაბიჯე. მაშინვე მოვიფიქრე, რომ აუცილებელი იყო წითელი წერტილი სახურავზე, რომელიც ჩანს ზემოდან, ერთ მხარეს წარწერა FAST, მეორეზე კი ავტომობილის ნახატი. შეიძლება ითქვას, რომ არტ ქარი Baldessari-სთვის დამახასიათებელ სტილშია გადაწყვეტილი. ეს ყველაზე სწრაფი ნამუშევარია რაც კი ოდესმე შემიქმნია”, – განაცხადა ბალდესარიმ.

მოძრაობაში ავტომობილი 4,4 ლიტრიანი ბენზინის აგრეგატით მოდის, რომელიც 580 ცხენის ძალას ავითარებს.

არტ ქარის პრემიერა 2017 წლის ზაფხულშია დაგეგმილი.

ჯონ ბალდესარი 1931 წელს დაიბადა, ის კონცეპტუალური მხატვარი, კურატორი და თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მხატვარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები